სერგო ჩიხლაძე  - 31 ოქტომბერს ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და ეს  მუქარა, დაშინება, პოლიტიკური ზეწოლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს  ქვეყანაში

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარლამენტში გედევან ფოფხაძის სიტყვის გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფოფხაძის დღევანდელმა გამოსვლამ ნათლად აჩვენა, თუ რა ხერხებს მიმართავდა „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად.

მისი თქმით, საჭირო, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ხალხმა გააკეთოს სწორი არჩევანი და მუქარა, დაშინება, პოლიტიკური ზეწოლა, სუს-ისა თუ პოლიციის მხრიდან ქვეყანაში დასრულდეს.

"გედევან ფოფხაძის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს, თუ როგორ სადამსჯელო მეთოდებს მიმართავდა არჩევნებისთვის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია. სუს-ის მხრიდან დაშინება, პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა ამომრჩეველზე. უშიშროების სპეცსამსახურები მაშინაც კი, როდესაც "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მხრიდან ნდობა და მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, აღნიშნულ ქმედებებსა და მეთოდებს იყენებდა. ახლა მითუმეტეს, კიდევ უფრო "დახვეწეს" და უფრო გაამძაფრეს ეს ზემოქმედება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ხალხმა გააკეთოს სწორი არჩევანი და ეს მუქარა, დაშინება, პოლიტიკური ზეწოლა, სუს-ისა თუ პოლიციის მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში. უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა და ქვეყნის განვითარება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ისევ იქნება ძალოვნების ჩარევა არჩევნებში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა