ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალექსეი ნავალნიზე განხორციელებული თავდასხმა საზიზღარი და მხდალი ქმედებაა

რუს ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნიზე განხორციელებული თავდასხმა საზიზღარი და მხდალი ქმედებაა, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„კანცლერმა მერკელმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის საკუთარ ქვეყანაში ნერვული აგენტით დაესხნენ თავს. ეს კიდევ ერთი საზიზღარი და მხდალი ქმედებაა. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა