ლევან კობერიძის შეფასებით, დუმის დეპუტატის განცხადებას მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების საქართველოსა და აშშ-ში დამზადებაზე, მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ლელო - საქართველოსთვის” კანდიდატის, ლევან კობერიძის შეფასებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ქიმიური ნივთიერებს საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ, მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. როგორც კობერიძე აცხადებს, აღნიშნული ფაქტი რუსეთის მხრიდან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომ საზოგადოებაში საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ეჭვები გააჩინოს.

„ეს არის აუცილებლად საპასუხო თემა და ეს პასუხი უნდა გაისმოდეს აუცილებლად ხელისუფლების მხრიდან. ძალიან მკაფიოდ უნდა ფიქსირდებოდეს მსგავს თემაზე პოზიციები მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთს სხვა დროს აღარ ჰქონდეს მსგავსი პოლიტიკური ინსინუაციების და თემების შემოგდების მცდელობა. იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული ბოროტი ძალის პოლიტიკა, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, რომ გააჩინოს გარკვეული ეჭვები საზოგადოებაში, თუნდაც რუსეთის მოქალაქეებს შორის საქართველოსთან მიმართებით”,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი