ეკა ბესელია - არაფერია იმაზე მძიმე საყურებელი თუ როგორ აყალბებს კანონმდებელი კანონის მიღების შედეგებს

თუ ისე უნდა დაითვალოს საარჩევნო ხმები კომისიამ, როგორც დაიწერა გუშინ ეკრანზე, რომ თითქოს 77 ხმა იყო და დარბაზში 56 დეპუტატი იყო, მაშინ იოლად გასაგებია, რა მოცემულობაც გვაქვს წინ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არაფერია იმაზე მძიმე საყურებელი თუ როგორ „აყალბებს კანონმდებელი“ იმ კანონის მიღების შედეგებს, რომლის მიღებაც ხმების გაყალბების წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით ხდება.

„ყველაფერი ის, რაც ხდება არჩევნების წინა პერიოდში, ჯამდება არჩევნების დღეს. თუ საბოლოოდ, შედეგები არასწორად დაჯამდა, არასწორად იქნა გადატანილი საარჩევნო ოქმში, აბსოლუტურად ყველაფერს აზრი ეკარგება - კანონსაც, პროცედურასაც და აბსოლუტურად თავდაყირა შეიძლება დადგეს ყველაფერი. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორ ხდება ხმების დათვლა და მისი შეჯამება. თუ ეს ისე ხდება, როგორც გუშინ უყარეთ კენჭი პირველი მოსმენის დროს იმ ცვლილებებს, რომ არ უნდა მოხდეს ხმების არასწორად დათვლა და თუ ისე უნდა დაითვალოს საარჩევნო ხმები კომისიამ, როგორც დაიწერა გუშინ ეკრანზე, რომ თითქოს 77 ხმა იყო და დარბაზში იყო 56 დეპუტატი, მაშინ იოლად გასაგებია რა მოცემულობაც გვაქვს წინ. ძალიან მძიმე საყურებელი იყო გუშინდელი დღე იმიტომ, რომ როდესაც გულზე მჯიღს ვირტყამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ ვამკაცრებთ კანონს იმიტომ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ხმები არ გაყალბდეს და ამ დროს თავად კანონმდებელი აყალბებს კანონის მიღების შედეგებს, ამაზე უფრო მძიმე არაფერი არ იყო“, - განცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა