არჩილ გაგნიძის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი შაქარაშვილთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია

კონკრეტული ბრალდების საქმეში ეს არ არის რელევანტური მტკიცებულება მკვლელობის ფაქტის დასადგენად, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჰქონია არანაირი შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებები, დიდი ალბათობით, მას მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.

ადვოკატის თქმით, განცხადება, რომ ეს არის მაღალი ალბათობით, ნიშნავს, რომ ეს არის ვარაუდი და ვარაუდის საფუძველზე სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაადგენს.

„როდესაც გვაქვს დასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ეს არის კატეგორიული დასკვნა, ხოლო ამ შემთხვევაში გვაქვს მაღალი ალბათობა, რაც არ არის საკმარისი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. ეს დასკვნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, კონკრეტული ბრალდების საქმეში ეს არ არის რელევანტური მტკიცებულება მკვლელობის ფაქტის დასადგენად, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჰქონია არანაირი შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან”, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მას მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა