რატი იონათამიშვილი - არავის მივცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს

არავის მივცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, მიზანი არის, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმის უფლება და ვერავინ მოახდინოს მასზე ზეგავლენა არაკეთილსინდისიერი გზით.

„ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში" უკვე დამტკიცებულია. ამ ინიციატივის მიზანი არის, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმის უფლება და ვერავინ მოახდინოს მასზე ზეგავლენა არაკეთილსინდისიერი გზით. დისკუსიამ რომელიც ამ ინიციატივის გარშემო წარიმართა, როგორც აღმოჩნდა ოპოზიციამ სხდომაზე არც კი იკადრა რომ მოსულიყო და ოპონირება გაეწია ჩვენთვის, ზუსტად აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება" - ვისაც სურს რომ დემოკრატიულად წარიმართოს ეს საარჩევნო პროცესი და ევროპული სტანდარტი იყოს დამკვიდრებული და მეორე მხრივ, არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ისევ სიძულვილის ენაზე, აგრესიაზე და პროვოცირებაზე, დაძაბულობაზე გააკეთოს აქცენტები. ცხადია, მსგავსი სტრატეგია ვეღარ იმუშავებს და ჩვენც არავის მისცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა