აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. მედიის ინფორმაციით, სანქციები კიდევ 3 ფიზიკურ პირსა და 11 კომპანიას დაუწესდა, რისი მიზეზიც მათი ირანის ნავთობქიმურ კომპანია Triliance-სთან კავშირი სახელდება. ირანის ფარგლებს გარეთ, სანქციები ჩინურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კიდევ 6 კომპანიას დაუწესდა, რომლებიც Triliance-თან კავშირში არიან შემჩნეულები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა ირანი ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ირანი თავის პოლიტიკას არ შეცვლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა