საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, - ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამომავლო ნაბიჯებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ძალადობაზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო საკუთარ გამოცდილებას სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუზიარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა