გიორგი გახარია საქართველოს საკითხზე გაეროს მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდამჭერისთვის პარტნიორებს მადლობას უხდის

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაურმა პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება! მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრემიერი.

2020 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და 84 სახელმწიფო შეადგინა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს