პროკურორი განმარტავს, რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროსგან მიიღეს განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება საქმეზე კვალიფიკაციას, მისივე თქმით, გრძელდება გამოძიება, ჯერ კიდევ დანიშნულია და მისაღებია ექსპერტიზის დასკვნები, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც პროკურატურა იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დამდგარ შედეგთან მიმართებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა