ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია, რაც შეიძლება დიდი ოდენობით დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა გამოვრიცხოთ ხელისუფლების მხრიდან ცდუნება არჩევნების გაყალბების მიმართულებით

აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება, რაც შეიძლება დიდი ოდენობით დამკვირვებლის ჩამოსვლა, იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ხელისუფლების მხრიდან ცდუნება არჩევნების გაყალბების მიმართულებით. ეს ცდუნება აუცილებლად ექნება ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ განცხადებას, რომ NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, ამავდროულად კონტაქტი აქვთ ეუთო/ოდირთან, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ მაქსიმალური მონიტორინგი განხორციელდეს არჩევნებამდე პერიოდის და არჩევნების დღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაც შეიძლება დიდი ოდენობით დამკვირვებლების გამოგზავნა შეძლონ ჩვენს ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი მხრიდან მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ხელისუფლებიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, აქედან გამომდინარე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება, რაც შეიძლება დიდი ოდენობით დამკვირვებლის ჩამოსვლა, იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ხელისუფლების მხრიდან ცდუნება არჩევნების გაყალბების მიმართულებით. ეს ცდუნება აუცილებლად ექნება ხელისუფლებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა