იენს სტოლტენბერგი - ნავალნის საქმე ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებზე თავდასხმაა, რუსეთმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს

ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხდნენ, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის მიუკერძოებელ გამოძიებასთან დაკავშირებით სრულყოფილად უნდა ითანამშრომლოს, - ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტემბერგმა ალიანსის ელჩების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი ფაქტი ადამიანის სიცოცხლის სრულ უპატივცემულობას აჩვენებს და საერთაშორისო ნორმებისა და წესების მიუღებელი დარღვევაა. ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს. რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სრულყოფილად უნდა ითანამშრომლოს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრებმა მოსკოვს მოუწოდეს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცის „ნოვიჩოკის“ პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„ყველამ, ვინც ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელია, პასუხი უნდა აგოს და სასამართლოს წინაშე წარდგეს. არაერთხელ ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლიდერებსა და რუსეთის რეჟიმის კრიტიკოსებს თავს ესხმიან და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ზოგიერთი მათგანი მოკლულიც კი არის“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან ნავალნის საქმე „ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებზე თავდასხმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამ ინციდენტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო:ნავალნის საქმე ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებზე თავდასხმაა, რუსეთმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს - იენს სტოლტენბერგი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა