„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს