საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ინტერპრესნიუსს"ინფორმაცია სასამართლოში დაუდასტურეს.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კვლევისთვის სინჯებს იღებენ. სასამართლოს ცნობით, დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, პრევენციის მიზნით სასამართლოს ყველა თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდება.

არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო „დონაში" იმყოფებოდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო