ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ლევან ბესელიამ განუცხადა, პაციენტს კვლევები უტარდება.

„მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის გონზე იყო. არის ახალგაზრდა მამაკაცი. მას აღენიშნება დამწვრობა, მრავლობითი ექსკორიაციები, ჭრილობა მხრის, კისრისა და გულმკერდის არეში“, - განაცხადა ლევან ბესელიამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, სტაბილურია. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და კვლევები უტარდება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

იხილეთ ვიდეო:ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს