თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აბო თბილელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა ინფორმაცია, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩნდა ხანძარი.

„შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოხდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება.

ცეცხლი სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვას და მანსარდში განთავსებულ ოთახებს ეკიდა. ხანძარი, ასევე, შეინიშნებოდა შენობის სარდაფშიც, სადაც სამშენებლო ნარჩენები იყო მოთავსებული.

ადგილზე მისვლისთანავე, დათვალიერდა შენობა და მიღებულ იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა. ხანძრის ლიკვიდირება 60-მდე მეხანძრე-მაშველმა უმოკლეს დროში შეძლო. პრევენციისა და ნახანძრალი ტერიტორიის შემდგომი დაკვირვების მიზნით, ადგილზე კვლავ რჩება მეხანძრე-მაშველთა 1 ჯგუფი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა