კელი დეგნანი ბაჩალიაშვილის საქმეზე - FBI-ის იურისდიქცია აშშ-ის გარეთ ძალიან შეზღუდულია და მათი კომპეტენცია არ არის ჩაერთონ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, FBI-ს კომპეტენცია არ არის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხიოდ განუცხადა, FBI-ს იურისდიქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვრცელდება, სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის მოქალაქეს ეხება ან საკითხში ამერიკული ინტრესია.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან ვწუხვარ, ეს უდიდესი ტრაგედიაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებიც შვილს კარგავენ. ვხვდები, თუ რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ოჯახი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI ეს არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქე არის საკითხში ან ამერიკული ინტრესი არის საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ, მათი იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ არის ძალიან შეზღუდული და მათი კომპეტენცია არ არის ჩაერთონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა