ექიმის ინფორმაციით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ქირურგმა ადამ ადამიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში სხვადასხვა სახის დაზიანებებით შეიყვანეს.

ექიმის განმარტებით, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

„პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა დიაგნოზით: პოლიტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია. 20:00 საათზე შეიყვანეს საოპერაციოში და ჩაუტარდა ოპერაცია, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, დრენირება. ამ წუთისთვის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია",- განაცხადა ადამ ადამიანმა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჯერჯერობით დინამიკაში დაკვირვება ესაჭიროება და ხვალ ან ზეგ კლინიკიდან გაიწერება. მისივე განმარტებით, გეგმურად მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს