ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ილურიძის ქუჩა N103-ში ფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს.

პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი - 470 კვ.მ.

სპორტული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ამაშუკელთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში დავასრულეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ილურიძის ქუჩის ბოლოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი მოედანი მოეწყო. ზღვის უბანში კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ მოედანს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მერიის ცნობით, აღნიშნული ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 107 000 ლარი დახარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა