ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „დონას კლასტერთან“ 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „დონას კლასტერთან“, საერთო ჯამში, 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული. მისივე ინფორმაციით, ქობულეთსა და ბათუმში მიმდინარე ინტენსიური კვლევების შედეგად, უკანასკნელი ერთ კვირის განმავლობაში 8000-მდე ადამიანის გამოკვლევა მოხდა როგორც კარვებში, ასევე კლინკებში.

„20 აგვისტოდან მოყოლებული „დონას კლასტერთან“, საერთო ჯამში, დაკავშირებულია 35-მდე შემთხვევა. ამიტომაც, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ინტენსიური, გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში. დაახლოებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული როგორც კარვებში, ისე პოლიკლინიკებში, ამ გამოკვლევებიდან მხოლოდ 8 დადებითი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული ძირითადად კარვებსა და პოლიკლინიკებში.

ასევე იცით, რომ აქტიურად ვაწარმოებთ უკვე ეპიდკერებში ნამყოფი ადამიანების კვლევებს აჭარის გარეთ. ასეთი დღეს გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა