ამირან გამყრელიძე - არავითარი ჩაკეტვა არც ბათუმის და არც აჭარის არ იქნება!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად კონტროლირებადია და განგაშის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა.

„ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში სრულად კონტროლირებადი და მართვადია. არაფერია საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა. ეს სიტუაცია პროგნოზირებადი იყო, იმიტომ, რომ ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში, ჩვენ ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, უნდა დავიცვათ რეგულაციები!“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, აჭარაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა რადიკალური ზომების მიღების საჭიროებას არ წარმოქმნის.

„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რაღაც რადიკალური ზომები რომ იქნას მიღებული, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება. მოვუწოდებ ხალხს, რომ მივიდნენ გამოკვლევაზე. როგორც იცით, აქ გამონაკლისია და უფასოდ კეთდება კვლევები, ბათუმის ბულვარში 3 ადგილას, ბათუმის პოლიკლინიკებში, ასევე ქობულეთში. რაც მეტი ადამიანი გამოიკვლევა, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ ინფიცირებულებს და მათ იზოლაციას მოვახდენთ, მით უფრო აღვკვეთავთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა