აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთს ნავალნის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა აშშ-ში რუსეთის ელჩთან, ანატოლი ანტონოვთან, შეხვედრისას ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება მის მიერ ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევა იქნება. მან რუსეთს მოუწოდა, სრულად ითანამშრომლოს ამ თავდასხმასთან დაკავშირებულ საერთაშორისო საზოგადოების გამოძიებასთან,“- აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტითაა მოწამლული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა