თამარ გაბუნია - „დონას“ კლასტერი იმდენად გაფართოვდა, რომ მოკლე პერიოდში ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ვერ მოხერხდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების გამოვლენა.

გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა შემთხვევის კონტაქტი იყოს მოძიებული.

„ის, რომ კონტაქტის დადგენა რთულდება, გარკვეულად პირველი ნიშანია იმისა, რომ საქმე გვქონდეს შიდა გადაცემასთან ისე, რომ ვერ მოვახერხოთ პირველი წყაროს დადგენა. საფრთხილო და საყურადღებო ნიშანია, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი შემთხვევების რაოდენობა ბევრი არ არის და ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა შემთხვევაში დადგინდეს პირველი წყარო. ბათუმის „დონას“ კლასტერი იმდენად გაფართოვდა, რომ მათ კიდევ თავიანთი კონტაქტები ეყოლებოდათ და მოკლე პერიოდში ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების გამოვლენა. მთავარია ის, რომ ტესტირების შესაძლებლობა არსებობს. ყველა პირი, ვინც ეჭვს შეიტანს იმაში, რომ შესაძლოა, კორონავირუსთან ჰქონდეს საქმე, მოვიდეს ამბულატორიაში და ჩაიტაროს ტესტირება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა