პორტლენდში პოლიციამ 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში, სადაც რასიზმსა და პოლიციის მხრიდან ძალადობას სამ თვეზე მეტი ხანია აპროტესტებენ, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ცეცხლგამჩენი ბომბები დაუშინეს. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და კონტროლის სხვა საშუალებები გამოიყენა.

პორტლენდის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცეცხლგამჩენი ბომბებით აქციის ერთი მონაწილე და ერთი სამართალდამცავი დაშავდნენ.

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც 3 თვეზე მეტი ხნის წინ 46 წლის მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის ძალადობის შედეგად დაკავების დროს გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები საპოლიციო და სოციალური რეფორმების განხორციელებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა