დავით ჭიჭინაძე - მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების წინ მაინც ამოიღო ხმა საბანკო დიქტატურის წინააღმდეგ

მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების წინ მაინც ამოიღო ხმა საბანკო დიქტატურის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკითხი აინტერესებთ, კონსულტაციებზე ეპატიჟება.

„კარგია, თუ ახლა მაინც მიხვდნენ იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, ან არ იმჩნევდნენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები არიან ბანკირები და ყველა ხელისუფლება ყოველთვის ბანკებს ემსახურება.

თუმცა, ვაფრთხილებ, რომ მსგავსი ლოზუნგების მხოლოდ წინასაარჩევნოდ სროლით და თან ისეთ არაკომპეტენტურ ფორმებში, როგორც აკეთებენ, ამით მხოლოდ ბანკებისთვის იქნებიან დასაცინი ობიექტები.

ამიტომ, პოლიტიკოსებს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ვეპატიჟები კონსულტაციებზე ბანკების წინააღმდეგ სასაუბროდ, რომ ის მაინც მოისმინონ, როგორ კონტექსტში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რადგან ესეთი სულელური განცხადებები მხოლოდ ხალხის ინტერესების დამაზიანებელია და წყალს ისევ ბანკირების წისქვილზე ასხამს,“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა