ლუკა სირაძის ძმა - 3 წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მტკიცებულება არ არსებობდა

ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის განაჩენთან დაკავშირებით ოჯახის მოლოდინი გამართლდა.

რაც შეეხება ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას, ბექა სირაძის თქმით, ამ საკითხზე ოჯახი ადვოკატებთან გაივლის კონსულტაციას.

„ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას გავივლი და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მისი უდანაშაულობა და ამბობდნენ, რომ არ არსებობს საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება.

დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც ვითხოვთ. ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. დანარჩენი ადამიანების საქმეები გადაცემული აქვს გენერალურ ინსპექციას, აუცილებლად მოვიძიებთ მას და გავაგრძელებთ მოკვლევას. არის რაღაც ფაქტები დანარჩენი პოლიციების მიმართაც, მაგრამ როგორც ვიცი ჯერჯერობით მხოლოდ სამართლებრივი დევნაა დაწყებული მათ წინააღმდეგ და ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის ბრძოლას, რომ ეს ადამიანებიც დაისაჯონ”,- განაცხადა ბექა სირაძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს