8 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდი 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლას გამოავლენს

8 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლას გამოავლენს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მედიის განვითარების ფონდიდან აცნობეს, კონკურსში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 27 საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან შექმნილი გუნდები მონაწილეობენ.

მათივე ინფორმაციით, სკოლების მიერ მომზადებული პროექტები კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისა და ვიზუალური მანიპულაციის იდენტიფიცირებას, სიძულვილის ენას და სხვა საკითხებს ეხება.

ღონისძიებას საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილე ლუს ლამერტსი და მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი გახსნიან. მოწვეული გუნდები საკუთარ პროექტებს ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგენენ, მათგან საუკეთესოებს კი ჟიური გამოავლენს და დააჯილდოებს. კონკურსი “ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა 2020” წელს პირველად მედიის განვითარების ფონდის (MDF) ორგანიზებით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა