„World Vision საქართველოსა“ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

World Vision საქართველოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვეპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ World Vision Georgia-დან აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობას, კერძოდ, - ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება და განვითარება; ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების პრევენციის, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა ოჯახის დამხმარე სხვადასხვა ალტერნატიული სერვისების განვითარება; მინდობითი აღზრდის, როგორც ბავშვზე ზრუნვის წარმატებული ალტერნატიული ფორმის განვითარების ხელშეწყობა

ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის ჩართულობისა და მუშაობის მხარდაჭერა ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური ინკლუზიისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების მიზნით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს კოორდინირებული მუშაობით ხელი შეუწყონ სოციალური სამუშაოს განვითარების პროცესსა და ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, World Vision საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით და თავისი პროგრამების ფარგლებში შექმნილი ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფების მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს მულტისექტორულ პლატფორმას, უზრუნველყოფს: ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხების ირგვლივ მობილიზაციას და ცნობიერების ამაღლებას; შემთხვევების შეტყობინებისა და რეფერირების მექანიზმების გაძლიერებას; მოწყვლადი ბავშვების მხარდაჭერასა და ბავშვთა სასიცოცხლო უნარებისა და გამძლეობის გაძლიერებას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი