ამირან გამყრელიძე - სწავლის გადადების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

სწავლის გადადების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დასწრებულ რეჟიმში სწავლა პირველ ოქტომბრამდე მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში გადაიდო, თუმცა ამ ორ მუნიციპალიტეტში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში მაინც იმუშავებენ.

„მოგეხსენებათ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში. მხედველობაში მაქვს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ იქ სწავლა გრძელდება და დაიწყება 15 სექტემბერს ვირტუალურ, დიგიტალურ რეჟიმში, შემდეგ კი დასწრებულ რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ ცხელი წერტილი დღეს ბათუმში გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა