დავით ზალკალიანი ვიდეოკონფერენციის ფორმატში თურქმენეთის კოლეგა მინისტრს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ.

ასევე, მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა