ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა

ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ოფისის გახსნაზე ოთარ კახიძემ „ევროპული საქართველოს“ გეგმა და აქტივობები წარადგინა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მათივე ცნობით, ოთარ კახიძის ღია ოფისში მოსახლეობას გაუწევენ იურიდიულ დახმარებას, გაიმართება ლექციები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვა.

კახიძის თქმით, ოფისი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც ქუთაისისთვის უკეთესი მომავალი სურს.

„ქუთაისში „ევროპულმა საქართველომ“ კამპანია დაიწყო. ჩვენ გავხსენით ღია ოფისი, თამარ მეფის 40 ნომერში, სადაც იქნება ცალკე საკომუნიკაციო სივრცე ამომრჩეველთან, რათა ჩვენ აქ გავმართოთ საინტერესო დისკუსიები, შეხვედრები, განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც აწუხებთ მოსახლეობას, ვისაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც აქვს „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც ეხება „რაინეარის“ შემოსვლას ქუთაისის საჰაერო სივრცეში, პარლამენტის სრულად გადმოტანას და დაბრუნებას ამ ქალაქში, აეროპორტში სატვირთო ტერმინალის დამატებას, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ქალაქში. ამავე დროს, ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, წელს, მშიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს, ამისთვის კი ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს და მათ შორის, ერთად ვიმუშავებთ კოალიციურ მთავრობაში, რათა მოგვარდეს როგორც ქუთაისელების წინაშე არსებული პრობლემები, ისე ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული პროლემები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა