„თიბისიმ“ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა

„თიბისიმ“ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას, ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი მრავალრიცხვიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა, ზოგჯერ კი ელექტრონული დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში.

„დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.

ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“ მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თიბისის“ ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს, რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს.

„როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნა გიორგობიანმა.

კომპანიის ინფორმაციით, ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ ინფორმაცია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი