გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ის მამა, თამაზ ხომასურიძე პროკურატურასთან მივიდა და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ხომასურიძე თავის დაწვით დაიმუქრა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა.

„პროკურორი მომიყვანონ, გამოვიდეს წარმომადგენელი, დაველაპარაკო. ჩემი შვილის საქმეს გამაცნონ. შენიშვნისთვის გამომაგდეს სასამართლო დარბაზიდან. პროკურორი მომიყვანონ და ჟურნალისტების თვალწინ კითხვა უნდა დავუსვა“, - განაცხადა მან.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება