შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებულებმა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რაც მათ ხელთ იყო

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ აღმოაჩნდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად.

პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა.

„ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდსაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ,“- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

დავით ყაზარაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ დევს საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არც შაქარაშვილზე და არც ბრალდებულებზე ერთმანეთის მიკრონაწილაკები არ ამოვიდა.

„გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები 28 ტომია, მხოლოდ ნაწილი წავიდა სასამართლოში. მტკიცებულებები, რომელიც უშუალოდ ეხებოდა მკვლელობის სიახლის სამართლის საქმეს, 12 ტომია. ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც საუბარია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არაა იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ეს დოკუმენტი მკვლელობის მტკიცებულებად არ მიიჩნია.

ბიოლოგიური ექსპერტიზები სასამართლოში წარდგენილია და დევს სისხლის სამართლის საქმეში, ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც არ დევს სისხლის სამართლის საქმეში, ეს არის მიკრონაწილაკური ექსპერტიზა", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

მისი განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ბეისბოლის „ბიტა“ საქმესთან შემხებლობაში არაა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ორი ხელკეტია, ერთი მათგანი "მერსედესის" ერთ-ერთ მგზავრს ეჭირა და მისი დნმ-ის კვალიც ამოვიდა ამ ხელკეტზე. მეორე არის ბეისბოლის ბიტა, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლის ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. თუმცა, ის არც ცემის ფაქტებში, არც აგარაკის ეპიზოდში და არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება