ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკამ ვარდნის პიკი გაიარა და გამოცოცხლებისკენ მიდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ პანდემიის მიუხედავად, „ვარდნის პიკი გაიარა და თანდათან გამოცოცხლებისკენ მიდის“.

როგორც თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, უცხოური ინვესტიციების თუნდაც მოკრძალებული ზრდა აჩვენებს ნდობას, რომელიც საქართველოს მიმართ ინვესტორებს მსოფლიოში არსებული ნეგატიური ვითარების მიუხედავად აქვთ.

„პატარა საქართველოში, სადაც მოვახერხეთ ყველამ ერთობლივად მეტ-ნაკლებად გვემართა რისკები და ასევე, ანტიკრიზისული ღონისძიებების შედეგად შევარბილეთ დარტყმა ეკონომიკაზე, უკვე ვხედავთ ეკონომიკის პირველი გამოცოცხლების ნიშნებს - ეს არის დღევანდელი ინვესტიციების დინამიკა, რაც ასახავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ძალიან ნეგატიური კონტექსტია, არ არის საუკეთესო დრო ინვესტორებისთვის, ინვესტორები არჩევენ საქართველოს როგორც უსაფრთხო ნავსაყუდელს, სადაც შეიძლება ინვესტირება და ინვესტიციები იზრდება. ეს არის ძირითადად დასავლური ინვესტიციები - დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები და ა.შ. , ხარისხიანი ინვესტიციებია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა, თუნდაც მოკრძალებული, მაგრამ პოზიტიური დღეს არის ჩვენთვის უფრო ღირებული, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში ორნიშნა ზრდა იქნებოდა, რადგან ეს ნდობას აჩვენებს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური პროცესების მიუხედავად, აქ დიდი წილი უკავია რეინვესტირებას“,- განაცხადა თურნავამ.

როგორც ის აღნიშნავს, უცხოური ინვესტიციების მოცულობა არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე გაიზარდა, არამედ ქვეყანაში ახალი ინვესტორებიც შემოდიან.

„იმდენად დიდია მათი ნდობა საქართველოს ეკონომიკის მომავლის მიმართ და ჩვენი პოლიტიკის მიმართაც, რომელიც ინვესტორებს სტაბილურ განვითარებას სთავაზობს, რომ ისინი არჩევენ, არ გაიტანონ ქვეყნიდან დივიდენდები და ახალი ინვესტირება მოახდინონ, გააფართოვებენ, გაზრდიან, დაასაქმებენ. ეს არის მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ინვესტორი კი არ გარბის ქვეყნიდან, არამედ, ვინც უკვე არის, არჩევს, ბიზნესი გააფართოვოს და ამასთან, ახალი ინვესტორიც შემოდის“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა