ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობაზეა დამოკიდებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად მოიმატებს და ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს დაკარგავს, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი იცვლის თავის ხასიათს და ძალიან ბევრი უსიმპტომო შემთხვევა გვაქვს, ჩვენ ჯერ დაველოდებით ვირუსის გავრცელების ყველა იმ ნიშნულს, რომელიც მოცემულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის შუქნიშანში და შემდეგ უკვე თანმიმდევრურად ვიმჯელებთ, თუ რა შეზღუდვები იქნება მომდევნო“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა