ეკატერინე ტიკარაძე - საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.

„ამ ეტაპისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილია 600 საწოლი საავადმყოფოებში, დატვირთვა არის 65%. ამ დატვირთვის შემთხვევაშიც, არის რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები სასტუმროებში გადავიყვანოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საკარანტინო სივრცეში მკურნალობა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე სამ სასტუმროში დღეიდან დაიწყება.

„65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება. უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“, - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა