ამირან გამყრელიძე - 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში იმატებს. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 9 ახალი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველაზე ცხელ წერტილად ქვეყნის მასშტაბით აჭარა რჩება.

„აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს - 100 ათას მოსახლეზე -47,8 ახალი შემთხვევა. იქ 25-დან 7 არის ხოფის კლასტერი - 2 თანამშრომელი და 5 ოჯახის წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თვაისი ოჯახის წევრებით, 1 სამშობიარო სახლის ექთანია, 1- გარემოს დაცვის თანამშრომელი, 2- „ორბის“ თანამშრომელი, 1 -სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, 1 კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარია და 10 გვაქვს ბათუმში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო.

გურიაში 8 ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს. რუსთავში კლინიკა „ავერსის“ კლასტერში 15 დადასტურებული შემთხვევაა თვითონ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების. იქ სერიოზული ტესტირება ჩატარდა რამდენიმეჯერ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა