ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ ეხება 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არ ეხება 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რადგან საუბარია არჩევნებზე, პოლიტიკური პროცესი არ უნდა შეიზღუდოს, რათა ეს შემდგომ მმართველი ან სხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციად არ იყოს გამოყნებული. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საერთაშორისო რჩევა და რეკომენდაციაც იყო.

ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ საარჩევნო აგიტაციისას, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება აუცილებელია.

„კულტურულ ღონისძიებებზეც აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, მაგალითად დისტანციის. ასევე, ღია სივრცეში პირბადის ტარება და შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდშიც აუცილებელია ამის დაცვა. დღეს რასაც ვუყურებთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდს, გარეთ პირბადეს არ იყენებენ. ძირითადად, პირბადე შიდა შენობებში გვქონდა. ამიტომ, ახლა თუ დისტანცია დაცული არ არის, აუცილებელია პირბადის გამოყენება.

რაც შეეხება ადამიანების რაოდენობას, მესმის ამ კითხვის სენსიტურობა იმიტომ, რომ შეზღუდო, ჯერ ერთი, პოლიტიკური პროცესია. არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ან მმართველი, ან სხვა პარტიების მიერ გარკვეულ დისკრიმინაციად, თითქოს პროცესი იზღუდება. ამიტომ, პროცესის მონიტორინგი უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, რადგან ეს მაინც დაკავშირებულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც თვენახევრის შემდეგ ქვეყანაში იქნება- ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან. ამიტომ, ეს ზოგადად, საერთაშორისო რჩევაც არის და რეკომენდაციაც, რომ ამ დროს პოლიტიკური პროცესები ნაკლებად შეიზღუდოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. თუმცა, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა