ელენე ხოშტარია -  დამოკიდებულება, სადაც რა ჩაეტევა ის ააშენო, უბრალოდ, დაანგრევს ჩვენ ქალაქს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკე - საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარია, წყნეთში, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა, რომლებიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.

ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ადგილობრივების მოთხოვნა და მშენებლობის პროცესი უნდა შეჩერდეს ვიდრე, არ იქნება შესწავლილი და გამოკვლეული შესაბამისი საფრთხეები. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ განაშენიანების ამგვარი პოლიტიკა ქალაქს დაანგრევს.

„მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ ახლა ეს პროცესი შეჩერდეს, სერიოზული შესწავლა მოხდეს აქ საშიშროების და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება. გლობალურად კი, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, სადაც ფორმალობაა ბუნების შესწავლა და ისე გაიცემა ნებართვები, უნდა შეიცვალოს. ასეთი დამოკიდებულება, რომ სადაც რა ჩაეტევა ის ააშენო, უბრალოდ, დაანგრევს ჩვენ ქალაქს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა