წყნეთში მცხოვრები დავით ჯიქია აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონაში ფიჭვის ხეები იმ მიზნით გაიჩეხა, რომ მშენებლობა წარიმართოს

წყნეთში მცხოვრები დავით ჯიქიას განცხადებით, წყნეთის ტერიტორიაზე, რომელიც რეკრეაციული ზონაა, ფიჭვის ხეები იმ მიზნით გაიჩეხა, რომ ადგილზე მშენებლობები წარიმართოს. როგორც დავით ჯიქიამ „პალიტრა ვიდეოს“ განუცხადა, თბილისის მერიამ და საკრებულომ რეკრიაციულ ზონაში მშენებლობის ნებართვა გასცა, რის შედეგადაც ახლა, მოქალაქეები წყნეთში სამშენებლო სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ.

წყნეთში მცხოვრები პირი პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხზე.

„წყნეთში ეს პროცესები დაახლოებით 10-12 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა ადგილები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით დარიგდა. არადა, გაუგებარია, ამ ადგილს რა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება შეიძლება ჰქონდა. შემდეგ კი, ამ ნაკვეთების ზონების შეცვლა არასასოფლოდ ეტაპობრივად დაიწყო, ხოლო პერიოდულად ცალკეულ ნაკვეთები საცხოვრებელ ზონად გადაიცა. საბოლოოდ, ახალი გეგმის პირობებში ეს ტერიტორია მთლიანად საცხოვრებელი ზონა აღმოჩნდა. 2017 -2018 წლებში „ფეისბუქის“ მეშვეობით აქტიურად ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა მერიისთვის და შესაბამისი სტრუქტურებისთვის და ვამბობდი, რომ ეს მთლიანად გამოიწვევდა წყნთის ტყის გაჩეხვას.

დღეს კი, რეალურად გვაქვს ისეთი სურათი, რომ ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ხალხმა მშენებლობის ნებართვა მოიპოვოს. ხალხი ჯერ ამ ტერიტორიის მოსუფთავებას იწყებს, შემდეგ როგორც სუფთა საცხოვრებელ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის მერიისგან ნებართვას იღებს და მიდის ინსტენსიური მშენებლობები. კარგი იქნება თუ ქალაქის მერი, საკრებულო პოზიციას შეიცვლის და ამ ტერიტორიას ისევ სატყეო ზონის სტატუსს მისცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ექსპერტებისგან ვიცი, რომ ორი ფილტვი აქვს ქალაქს - დიღმის და წყნეთის მხარეები. ამ ფილტვების ჩაკეტვით ეკოლოგიური მდგომარეობა ქლაქს კიდევ უფრო დაუმძიმდება. აქ კი სარეკრეაციო და სატყეო ადგილები ბეტონად გადაიქცევა. ახლა, უფრო მეტი ხდება, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გააქვთ, მე კი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საკითხი პირდაპირი მიყიდვის წესით გააქვთ.

ამ ნაკვეთების ბედი მაინტერესებდა და რამდენიმე ნაკვეთის მოყიდვის მიზნით მივმართე, ოღონდ არანაირი მოტივაცია არ მქონდა. არ ვაპირებდი არც ხის მოჭრას და არც რაიმეს აშენებას. პასუხად მივიღე, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა, რომ იქ სავარაუდოდ პირდაპირი წესით გადაცემა ხდება, რომ შემდეგ სამშენებლო ნებართვა გაიცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ამ სიტუაციას გადახედავს და არ დაუშვებს მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მერიის და მუნიციპალიტეტისგან კი იმედი მაქვს, გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ეს სამშენებლო ზონა უნდა იყოს. ფიჭვები ყრია, რადგან ამ ყველაფერს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიენიჭა“, - განაცხადა ადგილობრივმა დავით ჯიქიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა