მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსი დაავადების პერიოდის პირველი 2 დღიდან, თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში გადამდებია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი დაავადების ინკუბაციური პერიოდის პირველი 2 დღიდან, თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში გადამდებია.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ეპიდვითარება მოქალაქეებზეა დამოკიდებული და რეგულაციების დაცვით შესაძლებელია არსებული სტატისტიკის შეჩერება და შემდეგ კლება.

„თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, ხვალ რა სიტუაცია გვექნება საქართველოში. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს არის რეალობა. თითოეულ ადამიანზე არის დამოკიდებული ქვეანაში კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკაც და ეპიდემიის ხარისხიც. თუ შევასრულებთ რეგულაციას, რაც სავალდებულოა - პირბადეების ტარება, დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა, ეს შეჩერდება და მოხდება კლება. მთავარია მზარდი არ გახდეს. ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებელი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების მიღება ერთ კორპუსში აღადგინა, სადაც 30-მდე პაციენტის მკურნალობაა შესაძლებელი.

„აღვადგინეთ კოვიდპაციენტების მიღება ერთ კორპუსში, სადაც სამუშაოები დასრულდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა