ალეკო ელისაშვილი - ცესკო, როგორც „ქართული ოცნების" ყურმოჭრილი დანამატი, არ გვანიჭებს დროულად საარჩევნო ნომერს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც „ქართული ოცნების" ყურმოჭრილი დანამატი, არ გვანიჭებს დროულად საარჩევნო ნომერს და ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი და ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ ცესკო-ში განცხადება რიგითი ნომრის მონიჭების თაობაზე ერთი თვის წინ შეიტანა.

„ცესკო ფეხს ითრევს ერთი თვის განმავლობაში, როცა შეეძლო ჩვენი განცხადების შეტანიდან მეორე დღესვე - 12 აგვისტოს, ჩაეტარებინა წილისყრა და მოენიჭებინა საარჩევნო ნომერი, მაგრამ ის მაქსიმალურად ფეხს ითრევს და არღვევს კანონს, ვინაიდან ათი დღის განმავლობაში განცხადებაზეც კი არ გაგვცა პასუხი. ეს არის წვრილმანი ვირეშმაკობა ჩვენთვის ხელისშესაშლელად, რომ ვერ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ ცესკო-სგან დაუყოვნებლივ ჩატარდეს წილისყრა და ჩვენს პარტიას „მოქალაქეები" მოგვენიჭოს საარჩევნო ნომერი", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი