ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონში ტესტირებისა და თერმოსკრინინგის პროცესი გაფართოვდება და ამისთვის სპეციალური ჯგუფები იმოძრავებენ.

„ცაგერთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში გაფართოვდეს ტესტირება. დაიწყება ინტენსიური თერმოსკრინინგი, ტესტირება. შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება.

ასევე ბიოლოგიური ნაცხის ამღები ჯგუფები იმოძრავებენ სოფლებში. იმერეთის რეგიონი აქტიურად მიეხმარება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს და შესაბამის სამსახურებს და იმედი მაქვს, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეგვიწყობს, რომ დროულად მოვახდინოთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება და მათი იზოლირება და ასევე შესაბამისი კონტაქტების მოძიება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა