საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც აღნიშნულ უწყებაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ინფიცირების წყარო უცნობია.

პრევენციის მიზნით, მედიკოსებს ტესტი ჩაუტარდებათ.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ დაწყებულია ინფიცირების წყაროს კვლევა. ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

კოვიდ-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორობითი კვლევა ვირუსზე.

ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ-19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა