ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა - თავზე ტომარა ჩამომაცვეს და მოკვლით დამემუქრნენ

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მარია კოლესნიკოვას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მოკვლით დაემუქრნენ და ამ გზით ცდილობდნენ მის უკრაინაში გაძევებას.

„მითხრეს, რომ თუკი ბელარუსის რესპუბლიკას ნებით არ დავტოვებდი, მაინც გამაგდებდნენ, ცოცხალს ან ნაკუწებად დაჭრილს. ასევე იყო მუქარა 25 წლამდე ვადით პატიმრობის შესახებ“, - აღნიშნულია კოლესნიკოვას განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

ადვოკატის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა