საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 100 000 ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალას უსასყიდლოდ გადასცემს

კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულის საბურავებსა და საცხებ-საპოხ მასალებს გადასცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარდაჭერის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“, პარტნიორებთან ერთად, ფრანგული საავტომობილო ბრენდ „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული საავტომობილო ბრენდ „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალით უზრუნველყოფს.

„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის, რომლის განთავსებაც კურორტ „გოდერძიზე“ იგეგმება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა