ისრაელში კორონავირუსის 3 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ისრაელში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, პროფესორი რონი გამზუ, რომელიც კოლეგის ინფიცირების შემდეგ კარანტინში იმყოფება, დღეს კონავირუსთან დაკავშირებულ ახალ რეკომენდაციებზე ისაუბრებს. მედიის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ისრაელში საყოველთაო კარანტინი კვლავ გამოცხადდეს.

აღსანიშავია, რომ ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატა, სკოლები დახურა და ღამის საათებში შეზღუდვები დააწესა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკონომიკისა შესანარჩუნებლად და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.

ცნობისათვის, ისრაელში 474 კოვიდ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, დღემდე კი ვირუსს 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა