ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ბათუმისა და ქობულეთის გარდა, სასწავლო პროცესი  სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ბათუმისა და ქობულეთის სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს.

როგორც გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არაა გამორიცხული, რომ მზაობის მიხედვით სკოლებში დისტანციური სწავლება გახდეს საჭირო და სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მიზანი და ქვეყნის გადაწყვეტილება არის ის, რაც გაჟღერდა, რომ 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყოს საკლასო ოთახში. თუმცა, ხედავთ, ეპიდემიის მიმდინარეობა გარკვეულწილად ცვლადია და სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა, მოგვიხდეს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მოხდა ბათუმის და ქობულეთის შემთხვევაში, სადაც სწავლა დაიწყება, თუმცა დისტანციური რეჟიმით. ამ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები ადგილობრივ დონეზე სკოლებში იქნება საჭირო, მათი მზაობის ხარისხიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ნებისმიერ სკოლაში რაღაც დონეზე დადგეს კორონავირუსის შემთხვევები და მაშინ დასჭირდებათ სხვანაირი მოქმედება. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია იმდენად კეთილსაიმედოა, რომ სწავლის დაწყებას იმ სკოლებში, სადაც მზაობა არსებობს, ხელი არ უნდა შეეშალოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე