გიორგი კანდელაკი - სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში

სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა.

გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, ტრადიციულად, არ აქცევენ ყურადღებას მსგავსი ანგარიშებიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.

„ქართული ოცნების“ წევრებს, ტრადიციულად, გამორჩებათ ხოლმე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსგავსი ანგარიშებიდან. კერძოდ, ამ ანგარიშში ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს პოლიტიზების და მთლიანად სასამართლოს საკითხზე. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენ ხალხზე, მოქალაქეებზე, რადგან სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ლარის ვარდნა, სხვა უბედურებებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანას“, - აცხადეს გიორგი კანდელაკი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი